მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

“ქოლგა ვერ დაგიცავს” - ამ სიტყვებით შარშან ზაფხულში PSP-მ გვასწავლა, რომ მზისგან დამცავი საჭიროა მაშინაც კი, თუ ქოლგის ქვეშ ვიმყოფებით. მეტი სიცხადისთვის კი კამპანიის მთავარ სახედ შეზლონგის და ქოლგების გამქირავებლები აქცია. მათი ხელითვე დაარიგა 4600 მილი ლიტრი მზისგან დამცავი საჩუქრად. 

PSP-ს მიზანია, მოსახლეობამდე მიიტანოს მთავარი სათქმელი, რომ “უსაფრთხო რუჯი არ არსებობს”. 

თუ შარშან ბრენდმა გავრცელებულ მითებს სანაპიროზე გამოუცხადა ბრძოლა, წელს ტერიტორია გააფართოვა და გზავნილს ავრცელებს ყველგან, სადაც მზეა. აღმოჩნდა, რომ “მზეს ვერ დაემალები” და ულტრაიისფერმა მავნე გამოსხივებამ შეიძლება მოგვაგნოს ჩრდილშიც, შენობაშიც, მანქანაშიც, ამიტომ მზისგან დამცავი უნდა წავისვათ ყველგან. 

ამ მისიით ბრენდმა თავად “მზე” აალაპარაკა, კამპანიის სახე, რომელიც ქუჩებში, პარკებში, სკვერებში დადის და ჩრდილში მყოფ ადამიანებსაც კი არ აძლევს მოსვენებას, შეახსენებს, რომ მას ვერსად დაემალები, თუ მზისგან დამცავი არ გისვია. 

ამის პარალელურად, PSP დაუპარტნიორდა გალფს და ბენზინგასამართ სადგურებზე პირველი SPF Drive შექმნა, ადგილი, სადაც მძღოლებს საწვავის ჩასხმასთან ერთად, შეუძლიათ მზისგან დამცავით დაიმუშავონ ხელები, განსაკუთრებით მარცხენა ხელი, რომელიც ყველაზე ხშირადაა ე.წ. “მძღოლის რუჯის” მსხვერპლი. 

“ზაფხული მხიარულების, დასვენების, მზის სეზონია და რატომღაც ძალიან მარტივად ვიჯერებთ მითებს, რომელსაც რეალურად ჩვენი კანისთვის და ჯანმრთელობისთვის დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. ჩვენი მიზანია, ჩვენმა მომხმარებელმა სიმართლეს თვალი გაუსწოროს და იცოდეს, რომ რეალურად “უსაფრთხო რუჯი” არ არსებობს. არადა ეს ფრაზა ხშირად რეკლამებიდანაც კი გვესმის. ვეცადეთ კამპანიისთვის ლაღი და მსუბუქი განწყობა შეგვენარჩუნებინა და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული გზავნილიც მიგვეტანა საზოგადოებამდე.” - აცხადებს PSP -ს მარკეტინგის დირექტორი ანო გოგიჩაძე. 

კამპანიაზე უკვე ტრადიციულად, PSP-ს პარტნიორმა შემოქმედებითმა სააგენტო Playmakers-მა იმუშავა.



ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა