
სირიაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტომას ბარაკმა დამასკოში, აშშ-ის ელჩის რეზიდენციის თავზე შეერთებული შტატების დროშა აღმართა, 2012 წელს საელჩოს დახურვის შემდეგ პირველად. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ფაქტს ორი კვირით ადრე წინ უძღოდა ერ-რიადში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და სირიის პრეზიდენტის აჰმედ ალ-შარაას შეხვედრა და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სირიისთვის სანქციების შემსუბუქება.
აშშ-მა დამასკოში საკუთარი საელჩო 2012 წელს დახურა, ბაშარ ასადის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლებისა და შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ. თომას ბარაკი, რომელიც თურქეთში აშშ-ის ელჩია, სირიაში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად 23 მაისს დაინიშნა. ის სირიაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ცნობისთვის, აჯანყებულებმა ალ-შარაას ისლამისტური დაჯგუფების, „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ ხელმძღვანელობით ბაშარ ასადის რეჟიმი 2024 წლის დეკემბერში დაამხეს.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |