ფრიდრიხ მერცი - მოსკოვს დროის მოგება სურს - უკრაინაზე მასიური საჰაერო თავდასხმები არა მშვიდობის, არამედ ომის ენაა

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ მოლაპარაკებებში რუსეთის ქცევა მიუთითებს კრემლის სურვილზე, დრო გაწელოს და არა რეალურად აწარმოოს მოლაპარაკებები მშვიდობის შესახებ.

ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მერცმა განაცხადა, რომ უკრაინამ, თავის მხრივ, დიდი ხანია გამოთქვა მზადყოფნა უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის.

„მოსკოვს დროის მოგება სურს. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით მოლაპარაკებების შესახებ მემორანდუმს, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა ერთი კვირის წინ დააანონსა. შაბათ-კვირას განხორციელებული მასიური საჰაერო თავდასხმები, კერძოდ, კიევზე, არა მშვიდობის, არამედ ომის ენაა. ეს არის სილის გაწვნა ყველასთვის, ვინც ცეცხლის შეწყვეტისთვის მუშაობს - უკრაინაში, ევროპასა და აშშ-ში“, - აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, ამ პირობებში, გერმანია გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლის გაზრდას მისი საომარი მანქანის დასუსტებისთვის.



ისარგებლეთ SOLO Education-ის შეთავაზებით და გაემგზავრეთ Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკში
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
Global Private Banker-მა საქართველოს ბანკის პრემიუმ მომხმარებლებისთვის შექმნილი გამოცდილება მსოფლიოში გამორჩეულად აღიარა
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად