კაია კალასი - რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, ჩვენი პასუხი მით უფრო მკაცრი იქნება

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცა, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ცნობით, ევროკავშირის სანქციების მე-17 პაკეტის სამიზნეს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 200-მდე გემი წარმოადგენს.

„ასევე, ახალი ზომები ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებებს ეხება. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, ჩვენი პასუხი მით უფრო მკაცრი იქნება“, - წერს კაია კალასი.

ამასთან, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მომზადება უკვე დაიწყო.



ისარგებლეთ SOLO Education-ის შეთავაზებით და გაემგზავრეთ Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკში
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
Global Private Banker-მა საქართველოს ბანკის პრემიუმ მომხმარებლებისთვის შექმნილი გამოცდილება მსოფლიოში გამორჩეულად აღიარა
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად