თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.

ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, ბორჯომის და ზუგდიდის მაცხოვრებლები, რომლებიც ნებისმიერი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას, მგზავრობის საფასურს  თიბისის ბარათებით  გადაიხდიან, თანხის 50%-ს, ქეშბექის სახით, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაიბრუნებენ. სპეციალური პირობა არ ვრცელდება მოსწავლის და ბიზნეს ბარათებზე.

ქეშბექის შეთავაზებით მომხმარებლები ულიმიტოდ ისარგებლებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრობის საფასურის 50%-ს ყოველი გადახდისას დაიბრუნებენ.

შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ თიბისის ბარათი, აიღეთ მარტივად, პირდაპირ მობაილბანკიდან, 30 წამში და იმგზავრეთ თიბისისთან ერთად ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ბორჯომში, გორსა და ზუგდიდში.



ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა