რკინიგზის მიერ ბათუმში 107 586 კვ.მ. ტერიტორიის გასაყიდად გამოცხადებული ₾60-მილიონიანი აუქციონი კიდევ ერთხელ ჩაიშალა

საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიის „ჯიარ ქონების მართვის“ მიერ აუქციონზე საპრივატიზაციოდ გამოტანილი უძრავი ქონება ბათუმში, ვერც ამჯერად ვერ გაიყიდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამ ლოტზე, რომელთა ფართობი ჯამში 107 586 კვადრატულ მეტრს შეადგენდა გამოცხადებული იყო 59 712 497 ლარის საწყისი ღირებულების აუქციონი. აუქციონში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.

უძრავი ქონება თამარ მეფის გამზირზე, ნომერ 15-ში მდებარეობს. 



ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა