თიბისი x ილია თოფურია - მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

როცა საკუთარი თავის და მიზნის გჯერა, არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა - თიბისის ახალი ბრენდ პლატფორმით - მთავარია გჯეროდეს, ვგულშემატკივრობთ ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ თავიანთი მიზნის დაიჯერონ და მომდევნო ნაბიჯები რწმენის რეალობად ქცევას მიუძღვნან.

განახლებული საკომუნიკაციო პლატფორმით, თიბისი ილია თოფურიას თანამგზავრი გახდა და ამ კოლაბორაციის დახმარებით, საზოგადოებაში მოტივაციის ამაღლება და იმ რწმენის გაძლიერება სურს, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ როცა გჯერა, შეუძლებელიც შესაძლებელია.

UFC-ს დაუმარცხებელ ჩემპიონთან ერთად შექმნილი პირველი კომუნიკაციაც ამ საკითხს ეხმიანება და გვაჩვენებს, რომ ერთი შეხედვით ძალიან ძლიერ ადამიანებსაც კი, ხშირად, ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა სწორედ საკუთარ თავთან აქვთ მოსაგები. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია, ჯიუტად გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების; თუნდაც, ისეთ რამეს ეჭიდებოდე, რაც ჯერ არავის გაუკეთებია.

ილიასა და თიბისის უმთავრესი ღირებულებები ერთმანეთთან თანხვედრაშია და ამ ერთიანი ხედვისა და პრინციპების გათვალისწინებით, ეს კოლაბორაციაც რეალურ ღირებულებას ქმნის.  

საკუთარი თავის რწმენა, ძლიერი, დამოუკიდებელი ნაბიჯებით მუდამ წინსვლა და  გამარჯვება არის ის, რაც თიბისისა და ილიას დამეგობრებით კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს გპირდებათ.

მანამდე კი, ჯიუტად, მთავარია გჯეროდეს!



GM PHARMA-მ წარმატებით გაიარა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) GMP ინსპექტირება
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 3500-ზე მეტმა სტუდენტმა შემოიტანა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა - 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო