სახელმწიფოსა და Eagle Hills-ს შორის თუ იქნება საინვესტიციო დავა, მას ციურიხის არბიტრაჟი განიხილავს

„იგლ ჰილსის“ პროექტი ხორციელდება ქართული კანონმდებლობის ქვეშ, საქართველოში, დეველოპერული პროექტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ წარმოიშვა დავა ორ მხარეს შორის - საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია იგლ ჰილსს შორის, ამ შემთხვევაში მოქმედებს ბრიტანული სამართალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულებით, რაც მიღებული პრაქტიკაა.

„კონკრეტულად ციურიხის არბიტრაჟის მიერ განიხილება შესაძლო ნებისმიერი დავა. ეს არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით, რომელიც არის დადებული საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია „იგლ ჰილსს“ შორის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.



რა კითხვებს სვამენ მეწარმეები ბიზნესის დაწყებამდე
საქსტატი - ოქტომბერში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
500 Global in Eurasia-ს მონაწილე ქართულმა სტარტაპმა Helio AI-მ $1-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა
თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია