Google-ის შეფასება რეკორდულად გაიზარდა

Google-ის შეფასება ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. ამჟამად კომპანიის კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 600 მილიარდ დოლარს აღწევს და მას ერთწლიან პერიოდში 65%-იანი ზრდა აქვს.

Google-ისთვის განსაკუთრებით წარმატებული ბოლო ერთი თვე აღმოჩნდა, როდესაც კომპანიამ 14%-იანი მატება დააფიქსირა.

კომპანიის ზრდა რიგი მიზეზებითაა განპირობებული, მათ შორის მთავარი მისი შემოსავლების და მოგების რეკორდული ზრდაა. ამასთან, Google-ის მიერ შექმნილ ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნა იზრდება და ცოტა ხნის წინ ისიც გახდა ცნობილი, რომ Apple-ისთვის AI-ასისტენტს სწორედ Google-ი შექმნის.

ამ სიახლეების ფონზე, უორენ ბაფეტის Berkshire-მა კომპანიაში თითქმის $5-მილიარდიანი ინვესტიცია ჩადო, რაც ინვესტორებისათვის განსაკუთრებით პოზიტიურ სიგნალს წარმოადგენს.

საერთო ჯამში, Google-ი ისევ რჩება გლობალური საძიებო ბაზრის, ბრაუზინგისა და მარკეტინგის ლიდერად. ამასთან, კომპანიას მკვეთრი ზრდა აქვს Google Cloud-ის მიმართულებით, რაც მისი აქციების შეფასებაზე დადებითად აისახება.



GM PHARMA-მ წარმატებით გაიარა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) GMP ინსპექტირება
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 3500-ზე მეტმა სტუდენტმა შემოიტანა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა - 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო