საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი „AI-ის გამოყენება ბიზნესში" გაიმართება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია. ამ პროცესის ფარგლებში, ბანკი ბიზნეს განათლების სესიების ციკლს აგრძელებს. 11 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ბანკის 4B სივრცე პრაქტიკულ ვორკშოპს უმასპინძლებს თემაზე — "AI-ის გამოყენება ბიზნესში"

ვორქშოპი განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ გააცნობიერონ, თუ როგორ შეიძლება AI-ის გამოყენებით გაყიდვების ზრდა და პროდუქტიულობის თუ სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესება.

ღონისძიებას გაუძღვება ტატა მომცელიძე, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის კლასტერის პროდუქტის მფლობელი, რომელიც წლებია, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციას და ავტომატიზაციას ხელმძღვანელობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები:

•       გაეცნობიან გენერაციული მოდელების განვითარების ეტაპებს და წამყვანი AI მოდელების შედარებით მიმოხილვას;

•       გაეცნობიან კონკრეტულ მაგალითებს, თუ როგორ იყენებენ მცირე კომპანიები AI-ს ყოველდღიური ამოცანების გასამარტივებლად;

•       გაიგებენ მეტს პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და ტექნიკებზე, რომლებიც ბიზნესს ეფექტიანობის მიღწევაში დაეხმარება;

•       მიიღებენ რჩევებს მონაცემთა დაცვასა და AI სისტემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

შეხვედრა გაიმართება მისამართზე: ალექსანდრე ყაზბეგის 15, 4B, 11 ივნისს, 16:00-18:00 საათამდე.

ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვორქშოპი საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია — პლატფორმა აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ღონისძიებებს და ბიზნესისთვის მნიშვნელოვან პრაქტიკულ რესურსებს.



Geely Center Tegeta-მ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ 11 ახალი ელექტრომობილი გადასცა
ბაზისბანკი 2025 წლის პირველი ნახევრის ფინანსურ შედეგებს აჯამებს
Euromoney-მ საქართველოს ბანკი 2025 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის სტიპენდიები და განათლების გზაზე არ გაჩერდე