მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

ივანიშვილის დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძეს მოსამართლე დავით თეთრაულმა 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

შემთხვევა 17 მაისს მოხდა. ლაშხმა სასამართლოში 3 აქტივისტს უჩივლა, მისი მტკიცებით, მას შეურაცხყოფა მიაყენეს.

ადვოკატი მიხეილ თათარაძე ამბობდა, რომ ლორთქიფანიძის მხრიდან არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა სამი აქტივისტი ქალის წინააღმდეგ სარჩელი 17 მაისს მომხდარის გამო შეიტანა.

ორი აქტივისტის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, ერთის მიმართ - ჯარიმის.

ერთ-ერთ კაფეში, სადაც ლაშხი თანმხლებ პირებთან, მათ შორის, ბავშვებთან, ერთად იმყოფებოდა, აქტივისტები მივიდნენ შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, არა რუსეთის მონებს.. ძირს რუსეთის მონები“.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.



ისარგებლეთ SOLO Education-ის შეთავაზებით და გაემგზავრეთ Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკში
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
Global Private Banker-მა საქართველოს ბანკის პრემიუმ მომხმარებლებისთვის შექმნილი გამოცდილება მსოფლიოში გამორჩეულად აღიარა
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად