„ჯორჯიან ეარვეისი“ - შეუძლებელია საერთაშორისო აეროპორტიდან მოქალაქის ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით

შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით. ამის შესახებ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” განცხადებაშია ნათქვამი.

კერძოდ, ავიაკომპანია ეხმაურება დუბაიდან შესრულებულ რეისს, რითაც „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ჩამოაფრინეს.

ამასთან, კომპანია აცხადებს, რომ კერძო პირების მიერ შეკვეთილი რეისების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც დაცულია კანონის მიერ და მისი გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს.

„ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” მინიმუმ 3-4 ჯერ კვირაში ასრულებს კერძო პირების და სხვა სტრუქტურების მიერ შეკვეთილ ჩარტერულ რეისებს. აღნიშნული ჩარტერული რეისების შეკვეთებს აფორმებს ავიაკომპანიის კომერციული განყოფილება. კერძო პირების მიერ შეკვეთილი რეისების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც დაცულია კანონის მიერ და მისი გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს.

გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით. აღნიშნულ პროცესს ბევრი შესაბამისი სტრუქტურა აკონტროლებს და მსგავსი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და აზრს მოკლებულია”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.



ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
„იკითხე მეტი“ - წიგნების თაროს და საქართველოს ბანკის ახალი კამპანია
ლიბერთი ბიზნესისთვის: პირველი Android EFTPOS ტერმინალი სალაროს ფუნქციონალით
საქართველოს ბანკის და ხანის აკადემიის აუდიო-გაკვეთილების სერიას მათემატიკა დაემატა