
ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მშვიდობის სანაცვლოდ დასავლელი ლიდერებისგან წერილობით პირობას ითხოვს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის რუსული წყაროების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს, დასავლეთის მთავარმა ძალებმა წერილობითი პირობა დადონ, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, რაც უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატო-ში გაწევრიანებაზე ოფიციალურ უარს ნიშნავს.
“პუტინი მშვიდობის დასამყარებლად მზად არის, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“, - განაცხადა ერთ-ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა.
ამასთან, წყაროების განცხადებით, კრემლს სურს, რომ „უკრაინა ნეიტრალური იყოს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილი მოიხსნას, გაყინული რუსული აქტივების საკითხი მოგვარდეს და უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობა დაცული იყოს“.
„თუ პუტინი გააცნობიერებს, რომ საკუთარი პირობებით სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ის სამხედრო გამარჯვებებით შეეცდება უკრაინელებსა და ევროპელებს აჩვენოს, რომ ხვალინდელი მშვიდობა კიდევ უფრო მტკივნეული იქნება“, - აღნიშნა რუსმა მაღალჩინოსანმა.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |