ფრიდრიხ მერცი - უკრაინაში ომის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია

უკრაინაში ომის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ ომები, ჩვეულებრივ, მთავრდება ერთი ან ორივე მხარის ეკონომიკური ან სამხედრო რესურსის ამოწურვით.

„ამ ომში აშკარად, ჯერ კიდევ შორს ვართ ამისგან“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთს არ აქვს მოლაპარაკებების სურვილი.

„რუსეთის მთავრობა არ არის მზად, მიიღოს ვატიკანის შუამავლობა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული ზავით ან სამშვიდობო შეთანხმებით. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რომ უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

მისივე თქმით, რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაა საჭირო.

„ჩვენ საშიშროების წინაშე ვართ და დავიცავთ თავს“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ უკრაინას უნდა, ჰქონდეს უფლება, გამოიყენოს იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ.



ისარგებლეთ SOLO Education-ის შეთავაზებით და გაემგზავრეთ Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკში
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
Global Private Banker-მა საქართველოს ბანკის პრემიუმ მომხმარებლებისთვის შექმნილი გამოცდილება მსოფლიოში გამორჩეულად აღიარა
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად