აშშ-ის სადაზვერვო სააგენტო - რუსეთი, თითქმის დანამდვილებით, მიზნად ისახავს საქართველოს თავის გავლენის სფეროში დაბრუნებას

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტომ (DIA) მსოფლიო საფრთხეების შეფასების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა რომელშიც, საქართველოზეც არის საუბარი.

„რუსეთი, თითქმის დანამდვილებით, მიზნად ისახავს საქართველოს თავის გავლენის სფეროში დაბრუნებას. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით მოქმედმა მთავრობამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს გაზარდოს თავისი გავლენა ქვეყანაში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

უწყება სომხეთში არსებულ სიტუაციასაც აფასებს და ხაზს უსვამს, გასულ წელს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები გაუარესდა.

„სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლით დაიმუქრა, ხოლო რუსეთმა საინფორმაციო ოპერაციები გამოიყენა სომხეთის დემოკრატიისა და მისი უფრო პროდასავლური ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისთვის“, - აღნიშნულია ანგარიშში.



ისარგებლეთ SOLO Education-ის შეთავაზებით და გაემგზავრეთ Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკში
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
Global Private Banker-მა საქართველოს ბანკის პრემიუმ მომხმარებლებისთვის შექმნილი გამოცდილება მსოფლიოში გამორჩეულად აღიარა
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად